ტექნიკური ზედამხედველობა
საინჟინრო-საპროექტო კომპანია WandMauer (ვანდმაუერ)-ს გააჩნია სათანადო ნორმატიულ-დოკუმენტური ბაზა ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაოების ჩასატარებლად მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე, კაპიტალური რემონტის შემთხვევაში.
ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს ღონისძიებათა მთელ კომპლექსს საპროექტო-შემოწმებითი მიმართულებით. ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად, დროის ოპტიმალურ შუალედებში, მშენებლობის ან სარემონტო სამუშაოების ყოველი ეტაპის მკაცრი კონტროლისთვის, ყველა მოქმედი სტანდარტებისა და რეგულაციების, აგრეთვე ძირითადი წესებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
ტექნიკური ზედამხედველობა განკუთვნილია მშენებლობის დეტალური დაგეგმვისა და მთლიანობაში მშენებლობის პროცესის მკაცრი კონტროლისთვის. მის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება, პირველ რიგში, სიტყვა „კონტროლი“, რაც ტექნიკური ზედამხედველობის აღწერაში საკვანძო ცნებას წარმოადგენს.
ტექნიკური ზედამხედველობის მოწვევით პროექტის რეალიზაციის პროცესში, უზრუნველყოფილია პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო მასალისა და ჩატარებული სამუშაოების ყველა მოცულობის, ვადების, ხარისხისა და სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვას. ამასთანავე, ის გულისხმობს მშენებლობის, მონტაჟის, შეკეთებისა და მოპირკეთების სამუშაოების შესრულების შემოწმებას და ტექნოლოგიის ყველა წესის დაცვას.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი ამოცანა არ არის შეცდომების და დეფექტების მოძიება, არამედ ისეთი ტექნიკური გადაწყვეტილებების, მშენებლობისა და სამონტაჟო სამუშაოების თავიდან აცილება, რომლებიც სამშენებლო ობიექტის ხარისხს არ შეამცირებს.
მშენებლობისა და მონტაჟის ღონისძიებების, შეკეთებისა და მოპირკეთების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა უზრუნველყოფს ობიექტის ვადაში ჩაბარებას, მის სრულ შესაბამისობას პროექტთან და გამორიცხავს დამხმარე საშუალებებისა და მასალების ზედმეტ ხარჯს.
დამკვეთისთვის ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს გამჭვირვალებას და სრულ კონტროლს მშენებლობის ადგილზე მიმდინარე ყველა პროცესზე. საინჟინრო-საპროექტო კომპანია WandMauer (ვანდმაუერ) დაფუძნებულია ხარისხის, გამჭვირვალობის და საიმედოობის პრინციპებზე. ჩვენთვის მუდმივი პროფესიონალური კონტროლი ხარისხის საწინდარია, ამიტომ ჩვენთან თანამშრომლობით გექმნებათ უსაფრთხოების, სიმშვიდის, კომფორტისა და სრულყოფილი შედეგის გარანტია.