ელ. ფოსტა

info@wandmauer.ge

ტელეფონი

Viber | WhatsApp | +995 574 70 04 04

ტექნიკური ზედამხედველობა

სამშენებლო კომპანია WandMauer (ვანდმაუერ-ს) გააჩნია სათანადო ნორმატიულ-დოკუმენტური ბაზა ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაოების ჩასატარებლად მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე, კაპიტალური რემონტის შემთხვევაში

ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს ღონისძიებათა მთელ კომპლექსს საექსპერტო-შემოწმებითი მიმართულებით. ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად, დროის ოპტიმალურ შუალედებში, მშენებლობის ან სარემონტო სამუშაოების ყოველი ეტაპის მკაცრი კონტროლისთვის, ყველა მოქმედი სტანდარტებისა და რეგულაციების, აგრეთვე ძირითადი წესებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ტექნიკური ზედამხედველობა განკუთვნილია მშენებლობის დეტალური დაგეგმვისა და მთლიანობაში მშენებლობის პროცესის მკაცრი კონტროლისთვის. მის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება, პირველ რიგში, სიტყვა „კონტროლი“, რაც ტექნიკური ზედამხედველობის აღწერაში საკვანძო ცნებას წარმოადგენს.

ტექნიკური ზედამხედველობის მოწვევით პროექტის რეალიზაციის პროცესში, უზრუნველყოფილია პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო მასალისა და გატარებული სამუშაოების ყველა მოცულობის, ვადების, ხარისხისა და ღირებულების მკაცრი დაცვა. ამასთანავე, ის გულისხმობს მშენებლობის, მონტაჟის, შეკეთებისა და მოპირკეთების სამუშაოების შესრულების შემოწმებას და ტექნოლოგიის ყველა წესის დაცვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი ამოცანა არ არის შეცდომების და დეფექტების მოძიება, არამედ ისეთი ტექნიკური გადაწყვეტილებებისა, მშენებლობისა და სამონტაჟო სამუშაოების თავიდან აცილება, რომლებიც სამშენებლო ობიექტის ხარისხს შეამცირებს.

მშენებლობისა და მონტაჟის ღონისძიებების, შეკეთებისა და მოპირკეთების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა უზრუნველყოფს ობიექტის ვადაში ჩაბარებას, მის სრულ შესაბამისობას პროექტთან და გამორიცხავს დამხმარე საშუალებებისა და მასალების ზედმეტ ხარჯს.

დამკვეთისთვის ტექნიკური ზედამხედველობა წარმოადგენს გამჭვირვალებას და სრულ კონტროლს მშენებლობის ადგილზე მიმდინარე ყველა პროცესზე, ამასთანავე, ტექნიკური ზედამხედველობის ყურადღების ქვეშ ექცევა ყველა პოზიცია, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებიდან დაწყებული ფინანსური ანგარიშებისა და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩათვლით.

სამშენებლო კომპანია Wandmauer (ვანდმაუერ) დაფუძნებულია ხარისხის, გამჭვირვალობის და საიმედოობის პრინციპებზე. ჩვენთვის მუდმივი პროფესინალური კონტროლი ხარისხის საწინდარია, ამიტომ ჩვენთან თანამშრომლობით გექმნებათ უსაფრთხოების, სიმშვიდის, კომფორტისა და სრულყოფილი შედეგის გარანტია.

სურათების სანახავად გადადით ბმულზე

error: Content is protected !!


© 2014-2019 WandMauer ყველა ინტელექტუალური ქონების უფლება დაცულია საერთაშორისო კანონით. ყველა ტექნიკური გადაწყვეტილება დაცულია საავტორო უფლებით.