სამშენებლო კომპანია WandMauer (ვანდმაუერ) ასრულებს საექსპერტო კვლევებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ობიექტებზე. ვმუშაობთ ხარისხიანად და ოპერატიულად, ვუზრუნველვყოფთ კომპლექსურ მიდგომას დასმული საკითხის გადასაწყვეტად.
შენობა-ნაგებობის ტექნიკური ექსპერტიზა აუცილებელია სახელმწიფო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის. მოცემული პროცედურა ტარდება მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. სამშენებლო კომპანია WandMauer (ვანდმაუერ) დამკვეთებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
◆ შენობა-ნაგებობის მზიდი და შემომფარგვლელი ელემენტების საექსპერტო გამოკვლევები;
◆ ნებისმიერი ტიპის მასალების საექსპერტო კვლევა, რითაც დგინდება შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობა;
◆ შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტის ან რეკონსტრუქციული სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება;
◆ სტიქიური უბედურებების, ხანძრის, წყალდიდობის და სხვა საგანგებო სიტუაციების საშიშროების კვლევას და აღმოფხვრას;
◆ საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საშიშროების კვლევას და აღმოფხვრას სამრეწველო ან საცხოვრებელ ობიექტებში;
◆ საჭიროების შემთხვევაში თანამედროვე აპარატურის და ლაბორატორიული კვლევების გამოყენება.
ყველა ზემოთ აღნიშნული, არის მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რას სთავაზობს ჩვენი კომპანია დამკვეთს, რადგან შენობის ექსპეტრიზა მოცულობითი და დელიკატური სამუშაოა.