სამშენებლო კომპანია WandMauer (ვანდმაუერ) გთავაზობთ გეოლოგიურ გამოკვლევას. გეოლოგიური გამოკვლევა – ეს არის მთელი კვლევის ნაკრები, რომელიც ადგენს გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ პირობებს ნაკვეთზე განკუთვნილია კერძო სახლის, სამეურნეო მრეწველობის ობიექტის, მაგისტრალების, საკომუნიკაციო ქსელების და სხვადასხვა კაპიტალური ნაგებობისთვის.
ღონისძიებების კომპლექსი წარმოდგენილია არა მხოლოდ საველე ცდებით მოცემულ მიდამოებში, არამედ ლაბორატორიული სამუშაოებითაც. აღნიშნული სამუშაოები, აგრეთვე, მოიცავს სახიფათო გეოლოგიური პროცესების პროგნოზირებას ბუნებრივი ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედებისას.
არც ერთი მშენებლობა არ შეიძლება დაიწყოს უბრალოდ, ტერიტორიის შემოღობვით და სამშენებლო მასალების შემოტანით. ამ ყველაფერს წინ უძღვის სხვადასხვა პროფილის სერიოზული და დეტალური სამუშაოები, მიუხედავად იმისა, შენდება ერთსართულიანი კერძო სახლი თუ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. შემამზადებელ ეტაპზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხია საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც ნათელი გახდება, შესაძლებელია თუ არა მოცემულ ტერიტორიაზე რაიმე შენობის აგება და თუ პასუხი დადებითია, რა ტიპის ტექნოლოგიების გამოყენება სჯობს.